პოზნანში ჩასულ ქომაგებთან ერთად, ჯვაროსნებს ათასობით ადამიანი უგულშემატკივრებს რესპუბლიკის მოედანზე, მილიონობით ადამიანი კი ტელეეკრანებთან. თბილის ცენტრში დამონტაჟებულია დიდი ეკრანი, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი კი მოუთმენლად ელოდება თავისი საყვარელი გუნდის გამოსვლას მოედანზე.
ქომაგებმა რესპუბლიკის მოედანზე მისვლა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს, თბილის ცენტრში სპეციალურად გულშემატკივრისთვის მოწყობილია საკვები ობიექტები, თამაშის დაწყებამდე კი მათ ჰიპ ჰოპ არტისტები ართობდნენ. სცენაზე გამოჩნდა ცნობილი საფეხბურთო მუსიკალური ჰიტის ჩვენ აქ ვართ შემსრულებელი ტაჰაც, რომელმაც კომპოზიცია ქომაგებისთვის შეასრულა.
ავტორი: ლასა ბერძენიშვილი.