23 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
"განსხვავებული ფორმატი იყო, გარკვეულწილად ეს მოცემულობას ცვლის, დაგვჭირდება ერთმანეთში მსჯელობა"- ნიკა გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრაზე

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს განაგრძობს - მორიგი შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა. როგორც ორბელიანების სასახლიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, განხილვის საგანი ე.წ. ტექნიკური მთავრობა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო, თუმცა აქვე თქვეს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, რადგან საკუთარ გუნდებში უნდა გაიარონ.

თუ აქამდე კონსულტაციებზე პოლიტიკური ჯგუფები სათითაოდ მიდიოდნენ, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რამდენიმე პარტიის ლიდერი ერთდროულად გამოჩნდა.

"დღეს ვიყავით წარმოდგენილი ის პარტიები, ვისაც ხელი გვაქვს მოწერილი და არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. განსხვავებული ფორმატი იყო, გარკვეულწილად ეს მოცემულობას ცვლის. დაგვჭირდება ერთმანეთში მსჯელობა. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელების და გარდამავალი ადმინისტრაციის. მე ვხედავ, რომ მთავრობა - ეს ტერმინი ცოტა აშინებს პოლიტიკოსებს,"- აცხადებს
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია.

კოალიციის ”ძლიერი საქართველო” ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ მისი აზრით, აქცენტი თანამდებობებზე და პრემიერზე მცდარია.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი კვირაა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს.

დღის ამბები