11 ოქტომბერს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოს რაიონში, აღმაშენებლის ხეივანი N194 -თან ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 11 ოქტომბერს 10:30 საათიდან 11 ოქტომბრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 188ა,188ბ, 188დ, 194, ფარნავაზ მეფის ქ. N1, 1ა, დ. აღმაშენებლის ხეივნისა და დიდი დიღმის შესასვლელ გზას შორის, დიდი-დიღომის ასახვევსა და ფარნავაზ მეფის ქუჩის მიმდებარედ, დიდი დიღმის შესასვლელისა და აღმაშენებლის ხეივნის გადაკვეთის მიმდებარედ, (ნაკვეთი N11/45).
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge