23 ნოემბერი 2024,   13:52
ვრცლად
ტრაგიკომედიაა, როდესაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი აკეთებს ასეთ განცხადებებს, რომ მთავრობას აკომპლექტებს - ირაკლი კირცხალია

ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციასთან შეხვედრებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ეხმაურება. ის ამ ყველაფერს ტრაგიკომედიას უწოდებს.

"ტრაგიკომედიაა ეს ყველაფერი, როდესაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, კოლექტიური ნაცმოძრაობის პრეზიდენტი და ოპოზიციური ლიდერი, აკეთებს ასეთ განცხადებებს, რომ მთავრობას აკომპლექტებს. მას შევახსენებ, რომ იმ ქარტიაზე ხელმომწერი ვინც არის, 80-90% და ვინც ლიდერობასაც თვითონ ცდილობს, ბარიერს ვერ ლახავს მათი 90%-ზე მეტი, რომელ მთავრობაზეა საუბარი, როგორ აყენებენ საზოგადოებას ასეთ შეურაცხყოფას, როგორ შეჰყავთ ასეთ შეცდომაში," - ამბობს ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები