23 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
"ხალხის ძალის" წევრ დავით კაჭარავასა და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს შორის ინციდენტი მოხდა

ჭოველიძის ქუჩაზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრ დავით კაჭარავასა და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს შორის ინციდენტი მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო და სტატუსი აქტივისტმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

"დავით კაჭარავასთვის მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შევუგზავნო, როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. მან ტელეფონი წამართვა," - წერს ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში. მომხდარს პროვოკაციად აფასებს დავით კაჭარავა.

"მაქვს ამ ადამიანზე ინფორმაცია - ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტია. არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს, ტელეფონით გადაგიღონ, მერე მიტრიალდნენ და წავიდნენ - ამის უფლებას არ მივცემ არავის. ვფიქრობ, ძალიან სწორადაც მოვიქეცი. ეს ადამიანი წიოდა და კიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. პროვოკაციის მიზნით იყო მოსული, აშკარად, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამისთვის რაღაც ბენეფიტები უნდა მიეღო, ალბათ," - აცხადებს კაჭარავა.

დღის ამბები