ოზურგეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამი ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა, ღირებულება კი ორი მილიონ 200 ათასზე მეტია.