აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრმა, დავით მორგოშიამ მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე მასწავლებლებს, ისინი უამრავი შეზღუდვის მიუხედავად, მაინც ემსახურებიან საკუთარ საქმეს.