23 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
"2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება" - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე

სერგეი ლავროვი ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ახსარ ჯიოევსა და სერგეი შამბასთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე ილაპარაკა, თქვა, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ დავადასტურო ურთიერთობების მნიშვნელობა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ჩვენს ახლო მეგობართან. მოკავშირესთან ეს დროით გამოცდილი პარტნიორობაა და ატარებს სტრატეგიულ ხასიათს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენთვის ერთადერთი გზა არის წინ – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება. მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აფხაზ მეგობრებთანაც ამიერკავკასიის კონსულტაციების ჩარჩოში, რომელიც ბოლო დრომდე ჟენევის ფორმატში მიმდინარეობდა. ახლა ვნახავთ სად უფლო მოსახერხებელია ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზება," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში მან პირობა დადო რუსეთი გააგრძელებს უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სხვადასხვა სფეროში დახმარებას. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას კი უთხრა, რომ რუსეთი გააგრძელებს ოკუპირებული რეგიონების აღიარების პოლიტიკას, მათ შორის, დაეხმარება მას სირიასთან და ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების კოორდინირებაში.

ცნობისთვის, სირიამ და ნიკარაგუამ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს.

 

დღის ამბები