23 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები, მოხარულები ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიული გზით არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან - რობინ დანიგანი

სადავო ბანერსა და სხვა თემებზე ამერიკის ელჩს მედიასთან არ უსაუბრია - ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მხოლოდ იმ ღონისძიებაზე, რომელსაც დღეს დაესწრო.

უშუალოდ ამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საკონფერენციო სივრცეში მან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

თქვა, რომ ერთი გუნდი არიან და საელჩოს ერთი მისია აქვს. აქვე აღნიშნა, რომ შტატები მოხარული იქნება იმუშაოს ინკლუზიური გზით ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან.

“ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, რომ მათ დანამდვილებით იციან, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის პარტია. ერთადერთი გზა, საიდანაც სიმართლეს ვიღებთ და გზას ვიკვალავთ დეზინფორმაციაში, პოლარიზებულ კამპანიასა და რიტორიკაში, არის მედია და სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ ამიტომ ვარ მათი ასეთი მხარდამჭერი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს ამერიკის საელჩოში, ჩვენ ვართ ერთი გუნდი, საელჩოში გვაქვს ერთი მისია და ვმუშაობთ ერთად - უკიდურესად ამაყი ვარ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოთი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს - ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, მოხარულები ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიული გზით არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა დანიგანმა.

დღის ამბები