23 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
პაველ ჰერჩინსკი: “როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“

გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ ერთად საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა ხელახლა დავიწყოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა.

ელჩმა არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა ქართულ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან იმუშაოს.

“წადით არჩევნებზე, ხმა მიეცით, ვისაც გსურთ და აირჩიეთ მომავალი, რაც თქვენ გსურთ. არჩევანი თქვენი გასაკეთებელია და ჩვენ, როგორც ევროკავშირი, პატივს ვცემთ რა არჩევანსაც გააკეთებთ დემოკრატიული გზით. მოვუწოდებ ყველა ქართველ მოქალაქეს, ვისაც აქვს ხმის მიცემის უფლება, გამოიყენოს თავისი უფლება და წავიდეს ხმის მისაცემად.

როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც აირჩევა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ჩვენი მხრიდან, ნათლად და მკაფიოდ გამოვხატეთ, ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის. ჩვენ გელოდებით. ნუ დავკარგავთ კიდევ ერთ წუთს. მოდით, დავუბრუნოთ საქართველო ევროკავშირის გზას.“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები