23 ნოემბერი 2024,   20:00
ვრცლად
მსოფლიო ბანკის “ბიზნესის მზაობის“ ახალ რეიტინგში საქართველო მესამე პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკის რეიტინგში “ბიზნესისთვის მზაობა“ საქართველო მესამე პოზიციას იკავებს. ქვეყანა პირველ სამეულშია სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. მსოფლიო ბანკმა მსოფლიოს 50 ქვეყანა შეაფასა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული “B-READY“ ახალი რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის “Doing Business“-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ ახალი რეიტინგით საქართველომ გადაუსწრო ჰონკონგს და ახალ ზელანდიას. მსოფლიო ბანკის ეს რეიტინგი ქვეყნების ბიზნეს გარემოს აფასებს შემდეგი ეტაპებით - ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და დახურვა.

“ახალი რეიტინგის მიხედვით საქართველო 50 შეფასებულ ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - პორტუგალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო და ა.შ. აღნიშნული რეიტინგი აფასებს ქვეყანაში ბიზნესის კეთებისთვის მარეგულირებელ და საოპერაციო გარემოს და ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო როგორც საინვესტიციო, ისე ბიზნეს კლიმატით არის მიმზიდველი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის,“ - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

დღის ამბები