23 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო ევროკომისია უნგრეთს ევროსასამართლოში უჩივის

სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო ევროკომისია უნგრეთს ევროსასამართლოში უჩივის.

ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, ევროკომისია, უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელს ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში შეიტანს.

კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის შესახებ გასული წლის დეკემბერში მიიღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის “ფიდესის“ ინიციატივით.

სხვა საკითხებთან ერთად, კანონი კრძალავს პოლიტიკური პარტიების უცხოურ დაფინანსებას და ადგენს სისხლის სამართლის ჯარიმებს აკრძალვის დარღვევისთვის. კანონი ითვალისწინებს სუვერენიტეტის დაცვის სპეციალური სამთავრობო დეპარტამენტის შექმნას, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პოლიტიკაზე სავარაუდო გარე გავლენას.

დღის ამბები