Wizz Air ფრენებთან დაკავშირებით არსებული პრობლემის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ხარვეზის მოგვარებისთანავე შეტყობინებები გაიგზავნება.
"ამ მომენტისთვის ტექნიკური პრობლემა გვაქვს, რომელიც ბილეთების ბრონირების სისტემაზე ახდენს ზეგავლენას. ტექნიკური ხარვეზის გამო, თქვენ შეიძლება ცვლილებები გქონდეთ თქვენს ჯავშანზე, რომელიც საიტზე გამოჩნდება ან შეტყობინების სახით მიიღებთ. გთხოვთ ამ ცვლილებებს ყურადღება არ მიაქციოთ და იყავით დარწმუნებულები, რომ ხარვეზის მოგვარებისთანავე ამის შესახებ შეგატყობინებთ. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად,"- აღნიშნულია Wizz Air-ის განცხადებაში.