23 ნოემბერი 2024,   20:15
ვრცლად
"მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!" - მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება. მდინარაძე პრემიერს და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მოუწოდებს, "არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!"

"ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა.

მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები