23 ნოემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების სასამართლო დღეს გაიმართება.

15 პირს თაღლითობას და გამოძალვას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ. კლუბის მენეჯერებს და მიმტანებს შემუშავებული ჰქონდათ სქემა, მათ განაწილებული ჰქონდათ როლები და დაწესებულებაში შესულ ტურისტებს არარეალურ თანხებს ახდევინებდნენ. ზოგჯერ ის ათჯერ მეტი იყო იმ პროდუქციის ფასზე, რაც მათ შეკვეთილი ჰქონდათ. უარის შემთხვევაში ემუქრებოდნენ. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც.

დღის ამბები