აშშ-ის პრეზიდენტმა "დიდი შვიდეულის" ლიდერების საგანგებო სატელეფონო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ არ უჭერს მხარს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას.
ჯო ბაიდენის თქმით, "დიდი შვიდეული" შეთანხმდა, რომ ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება, მაგრამ ეს პროპორციული ძალით უნდა მოხდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დამატებით სანქციებია მოსალოდნელი.
"დიდი შვიდეულის" ლიდერებმა სატელეფონო შეხვედრის შემდეგ შეიმუშავეს ერთობლივი განცხადება, სადაც დაგმეს ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე. გამოითქვა იმედი, რომ ვითარების დეესკალაცია დიპლომატიური გადაწყვეტილებებით მოხდება და მიზნის მისაღწევად ერთობლივად მუშაობაზე შეთანხმდნენ.
ირანის თავდასხმა ისრაელზე მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. უსრულა ფონ დერ ლაიენის თქმით, "ძალადობის ჯაჭვი საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ის ასევე იწვევს რეგიონში კონფლიქტის განზოგადებას და ეს ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ".