"საქართველო-ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია" - ასე ჰქვია გამოცემას, რომლის პრეზენტაციასაც თბილისის საკრებულომ უმასპინძლა.
გამოცემა მოიცავს საქართველოს ისტორიას, ქართულ სამუსიკო და საცეკვაო ფოლკლორს. კრებული სამი ტომისგან შედგება, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების ბარათიც, სადაც ჩაწერილია ქართული მუსიკისა და ქორეოგრაფიის 2491 ნიმუში.
კრებულზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, 2019 წელს კი მისი ინგლისურენოვანი ვერსია გამოიცა.