23 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
2021 წელს, ამ დღეს, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნის ორგანიზებით შემოიპარა საქართველოში - შალვა პაპუაშვილი

"2021 წელს, გვახსოვს ამ დღეს, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნის ორგანიზებით შემოიპარა საქართველოში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და 3 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

"2021 წელს გვახსოვს ამ დღეს, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანის ორგანიზებით შემოიპარა საქართველოში. რა ქცევაა, როდესაც მეგობარი ქვეყნის დაზვერვის სამსახური ასეთ ძირგამომთხრელ ოპერაციას გეგმავს და ქვეყანაში აპარებს ადამიანს, რომელმაც აქ მდგომარეობა უნდა არიოს. სად არის ამაზე პასუხი უკრაინის მთავრობისგან? დღესაც ეს ადამიანი, ვინც არის ამის ორგანიზატორი, არის უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე.

მიხეილ სააკაშვილი უკვე სასჯელმისჯილი იყო, 6 წელი ჰქონდა მას მისჯილი, როდესაც თავისუფლად გადაადგილდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ტერიტორიაზე. მე მგონი, დღემდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია ეს კრიმინალი, ისევე როგორც მეორე კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი არის გენპროკურორის ფაქტობრივი მოადგილე. ჩვენ ყველამ გაგვწირა მაშინ, ევროპელებმაც გაგვწირეს, ოპოზიციამაც გაგვწირა, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაწირა საქართველო და ქართველი ხალხი.

ვინც გადაარჩინა, ეს იყო ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ასეთი დიდი კონსპირაციით, გარედან დაგეგმილი სპეცოპერაცია გაშიფრეს, დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. მეორე დღიდან დაიწყო ზეწოლა, რომ რამენაირად დაეხსნათ სააკაშვილი პატიმრობიდან," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 

დღის ამბები