23 ნოემბერი 2024,   20:04
ვრცლად
მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ცერემონია ალიანსის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, ნატოს ახალ გენერალური მდივანი ალიანსის სამომავლო გეგმების ხედვისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრებს.

"მე სამი პრიორიტეტული საკითხის მიმართულებით ვიმუშავებ. პირველი, ეს ძლიერი ნატო-ს შენარჩუნებაა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი თავდაცვა ეფექტური და საიმედო დარჩეს. მეორე პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოებაა, რადგან ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე ევროპაში ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ იქნება. მესამე პრიორიტეტი პარტნიორობის გაძლიერებაა, ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს იზიარებენ", - განაცხადა მარკ რუტემ.

მარკ რუტემ პოსტზე იენს სტოლტენბერგი ჩაანაცვლა, რომელიც NATO-ს გენერალური მდივანი გასული 10 წლის განმავლობაში იყო. ნატო-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

დღის ამბები