23 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი, ბერძნული ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას

საქართველოს საავიაციო ბაზარზე, კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით - ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ფრენები სრულდება ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით.

დღის ამბები