23 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
"ეს არის რიგითი პროვოკაცია" - მამუკა ხაზარაძე ლავროვის განცხადებაზე

ეს არის რიგითი პროვოკაცია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

ხაზარაძის შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები განსაკუთრებულად საარჩევნოდ იჩენს ხოლმე თავს.

"ეს არის რიგითი პროვოკაცია, რომელიც განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს, როდესაც არის არჩევნები. ასეთი განცხადება ვითომ ეხმარება "ქართულ ოცნებას" რომ შეიქმნას ეიფორია, თითქოს რუსეთი რაღაცას დააბრუნებს ან რაღაცას დაარეგულირებს. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა ჩვენ წაგვართვა არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ - ადამიანების სიცოცხლე," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, "მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუ ეს ქვეყნები თავად იქნებიან დაინტერესებული, მათ შორის თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფის საკითხშიც".

დღის ამბები