23 ნოემბერი 2024,   17:06
ვრცლად
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ვაჟა ფშაველას გამზ. N7-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ "ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატმა მოისმინა მათი საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი - გიზო ვასაძე.

დღის ამბები