23 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ - სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

P Diddy / Puff Daddy (რეალური სახელი Sean Combs) - ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰიპ-ჰოპ პროდიუსერად მიიჩნევა. მან რეპერისა და პროდიუსერის კარიერა ჯერ კიდევ 90-იანებში დაიწყო, შემდგომ კი ყველაზე მდიდარ და გავლენიან ფიგურად იქცა ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში და იყო ერთ-ერთი, ვინმაც ეს ინდუსტრია პრესტიჟული გახადა. 

შონ კომბსმა დააარსა ლეიბლი Bad Boy Records და მისი არსებობის პერიოდში P Diddy მუშაობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Notorius B.I.G (Biggie), Justin Bieber, Usher, J Lo, Mary Jane Blige, Lil Kim, Faith Evans და ასევე - Cassie (Casandra Ventura).

ათწლეულების განმავლობაში, შონ კომბსის "იმპერია" იზრდებოდა და მათ სიაში, მუსიკის გარდა, იყო პოპულარული ბრენდები, ალკოჰოლური სასმელები და რეალითი შოუებიც.

წლის სკანდალი ჰოლივუდში მას მერე "გასკდა", რაც მისი ერთ-ერთი გავლენიანი პირი P Diddy დააკავეს და მრავალი ბრალდება წაუყენეს.

 

 Diddy & Cassie Relationship Timeline | Billboard

P Diddy-ს წინააღმდეგ შეტანილი ფედერალური საჩივრები

Cassie (Casandra Ventura) შონ კომბსის ყოფილი მეგობარი გოგონაა და სწორედ ქეისსიმ შეიტანა პირველმა მის წინააღმდეგ სარჩელი, რომელმაც ამ ყველაფრისთვის "სტარტის" ღილაკი აამოქმედა.

ქეისსი ვენტურამ, 2023 წლის ნოემბერში, შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა - ის P Diddy-ს გაუპატიურებასა და მრავალწლიან ძალადობაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ Cassie-მ 24 საათში, მეორე დღესვე, სარჩელი გამოიტანა და განაცხადა, რომ ის და P Diddy შეთანხმებამდე მივიდნენ. თუმცა, სწორედ ქეისსის სარჩელს მოჰყვა ათობით სხვა ადამიანების საჩივრები.

"გადავწყვიტე, საკითხი მშვიდობიანი გზით მომეგვარებინა," - განაცხადა მაშინ ქეისსიმ CNN-თან.

კასანდრა ვენტურას მიერ გამოტანილი საჩივრის შემდეგ, შონ კომბს კიდევ ორმა ქალმა უჩივლა სექსუალურ ძალადობაში. Joi Dickerson-Neal-მა მასთან მუსიკალური კლიპის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. ჯოიმ სარჩელში განაცხადა, რომ P Diddy-მ მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუყარა, რის შემდეგაც მასზე იძალადა - დიქქერსონ-ნილის თქმით, ინციდენტი 1991 წელს მოხდა. ასევე, ჯოიმ აღნიშნა, რომ P Diddy-მ მასზე ძალადობა კამერით გადაიღო და ვიდეომასალა სხვებს აჩვენა.

მეორე - Liza Gardner-მა, P Diddy და Aaron Hall-ი ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალურ თავდასხმაში დაადანაშაულა, რომელიც 1990 წელს მოხდა. ლიზა მაშინ 16 წლის იყო. თავდაპირველად ლიზამ სარჩელი ანონიმურად შეიტანა, თუმცა შემდგომ საჩივარში ცვლილებები შეიტანა - დაამატა ვინაობაც და ახალი დეტალები. შონ კომბსმა ორივე ბრალდება უარყო.

2023 წლის დეკემბერში, ანონიმურმა ქალმა ფსევდონიმით "Jane Doe" ფი დიდისა და კიდევ ორ პიროვნებაზე ფედერალური სარჩელი შეიტანა, სადაც ისინი სექსუალურ ვაჭრობასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. სავარაუდო თავდასხმის დროს, 2003 წელს, "Jane Doe" 17 წლის იყო. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ კომბსმა სკოლის მოსწავლე სექს-ვაჭრობის სქემაში ჩაითრია, რომელიც მოიცავდა "მისთვის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მიწოდებას და გადაყვანა მისი კერძო თვითმფრინავით ნიუ-იორკში, სადაც მასზე ჯგუფურად იძალადა სამმა პირმა, შონ კომბსის სტუდიაში".

2023 წლის თებერვალი - Rodney "Lil Rod" Jones, კომბსის ყოფილი ვიდეოგრაფი და მუსიკალური პროდიუსერი, ფედერალურ საჩივარში P Diddy-ს გამოძალვაში, სექსუალურ ძალადობასა და ტრეფიკინგში ადანაშაულებს. როდნი ჯონსმა ასევე განაცხადა, რომ P Diddy მას აიძულებდა, მოეძებნა და კომუნიკაცია დაემყარებინა სექს-ინდუსტრიის მუშაკებთან, ემუქრებოდა მას და წვეულებებზე სტუმრებს ნარკოტიკული საშუალებებით გარეულ ალკოჰოლურ სასმელებს სთავაზობდა. ჯონსის თქმით, მას აქვს ვიდეო და აუდიო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ მუსიკოსი და მისი თანამშრომლები "სერიოზული არაკანონიერი საქმიანობით" არიან დაკავებულები.

ამ და სხვა საჩივრებს ასევე ემატება, 4 აპრილს შეტანილი სარჩელი P Diddy-ს შვილის წინააღმდეგ. საქმის ფარგლებში, მოპასუხედ სწორედ P Diddy დაინიშნა. გრეის ო’მარკეიმ ქრისტიან კომბსი  სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სავარაუდო დანაშაული 2022 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც ის კომბსის ოჯახის იახტაზე მუშაობდა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულზე, შონ კომბსის უფლებადამცველი აცხადებდა, რომ აღნიშნული საჩივრები სიმართლეს არ შეესაბამება.

Sean Combs and Cassie Ventura are seen in security video in 2016.

17 მაისს, CNN-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა სასტუმროს ფარული კამერებიდან, რომელიც 2016 წლით თარიღდება, სადაც ჩანს, რომ P Diddy სასტიკად უსწორდება Cassie Ventura-ს. ვიდეოს გავრცელებიდან 2 დღეში, 19 მაისს, P Diddy-მ ვენტურაზე განხორციელებულ ძალადობაზე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მოგვიანებით, მან საბოდიშო ვიდეოპოსტი "ინსტაგრამიდან" წაშალა.

21 მაისს, Crystal McKinney - ყოფილი მოდელი და MTV-ს კონკურსების გამარჯვებული, პაფ დედდის სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს. ფედერალურ სარჩელში ის განმარტავს, რომ შემთხვევა მამაკაცთა მოდის კვირეულის ღონისძიების შემდეგ, ნიუ-იორკში მოხდა. იმ დროისთვის, ყოფილი მოდელი 22 წლის იყო.

23 მაისს, April Lampros-მა, რომელმაც კომბსი 1994 წელს გაიცნო, ფი დიდდის სექსუალურ თავდასხმაში, ფიზიკურ ძალადობაში, ემოციური სტრესის მიყენებაში ადანაშაულებს. ლამპროსმა კომბსს დანაშულის 4 ეპიზოდში დასდო ბრალი, რომლებსაც 1990-დან 2000-მდე წლების პერიოდში ჰქონდა ადგილი.

CNN-ის წყაროების მიხედვით, მოსარჩლეების უმეტესობა ფედერალურმა გამომძიებლებმა დაკითხეს. ზოგიერთმა მათგანმა ფედერალებს მტკიცებულებები გადასცეს, რომლებიც გამოძიებას დაეხმარება.

3 ივლისს, Adria English, 18+ ფილმების ყოფილი მსახიობი, შონ კომბსს ტრეფიკინგსა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ფედერალურ სარჩელში წერია, რომ მას "იყენებდნენ სექსუალურ პაიკად სხვების სიამოვნებისა და ფინანსური სარგებლისთვის" წვეულებების დროს, რომლებიც კომბსის სახლებში იმართებოდა. სარჩელში აგრეთვე აღინიშნება, რომ კომბსი ანდრია ინგლიშს "პროსტიტუციასა და ტრეფიკინგით დაკავებას" აიძულებდა 2006-2009 წლებში.

11 სექტემბერს, მუსიკოსი Dawn Richard-სი, მუსიკალური ჯგუფის Danity Kane-ის ყოფილი წევრი, P Diddy-ს ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ასევე, მან განაცხადა, რომ მოწმე იყო იმისა, თუ როგორ "სასტიკად უსწორდებოდა" კომბსი ქეისი ვენტურას, როდესაც წყვილი ერთმანეთს 2000-იან წლებში ხვდებოდა.

The home of Sean

16 სექტემბერს, 54 წლის რეპერი ნიუ-იორკში დააკავეს. ლოს-ანჯელესსა და მაიმაში P Diddy-ს სახლების ჩხრეკისას, ფედერალებმა ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის სამი "AR-15" ამოიღეს, რომლებსაც წაშლილი ჰქონდათ სერიული ნომრები, ასევე ამოიღეს საბავშვო ზეთებისა და ლუბრიკანტების ათასამდე ბოთლი, ნარკოტიკული საშუალებები და მრავალი "სათამაშო ზრდასრულთათვის".

P Diddy-ს ბრალი ედება "კრიმინალური დაჯგუფების" შექმნაში, გაუპატიურებაში, პროსტიტუციის ხელშეწყობაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ძალდატანებით შრომაში, გატაცებებში, ხანძრებში, ფიზიკურ, ემოციურ და ვერბალურ ძალადობაში, გამოძალვასა და არასრულწლოვნების ექსპლუატაციასა და ძალადობაში.  CNN-მა ასევე გამოაქვეყნა 14-გვერდიანი სასამართლო ბრალდების დოკუმენტები.

პროკურორების მტკიცებით, მუსიკოსი ათწლეულების განმავლობაში ძალადობდა ქალებზე და საკუთარი "ქსელის" სხვა წევრებზე, რათა "საკუთარი სექსუალური ფანტაზიები დაეკმაყოფილებინა, დაეცვა საკუთარი რეპუტაცია და ჩადენილი დანაშაულები დაეფარა". ამას გარდა, პროკურორები ადანაშაულებენ შონ კომბსს ხანგრძლივი სექსუალური ხასიათის ღონისძიებების ორგანიზებაში, სადაც ის ღონისძიებების წევრებს ნარკოტიკული ნივთიერების "Freak Offs-ის" ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდა.

ამ დროისთვის, P Diddy ბრუკლინის ფედერალურ საპატიმროში იმყოფება, სადაც ელოდება სასამართლო პროცესების დაწყებას, რომელიც 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ფი დიდდის ადვოკატებს უკვე ორმა მოსამართლემ უთხრა უარი 50 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოზე. ასევე, მას უარი ეთქვა შინა პატიმრობაზეც.

გავრცელებული ინფორმაციით, შონ კომბსმა საპატიმროში საკვების მიღებაზე უარი თქვა და შიმშილობა დაიწყო. მან განაცხადა, რომ მოწამვლის ეშინია.

 

დღის ამბები