23 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
"ჰეზბოლას" ლიდერის მკვლელობა და კრიტიკული ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რას უნდა ელოდოს მსოფლიო, გარდამტეხი მოვლენების შემდეგ

კაცი, რომელიც გუშინ ისრაელს ემუქრებოდა, დღეს ცოცხალი აღარ არის. “ჰეზბოლას” ლიდერი, ჰასან ნასრალა ისრაელის ავიაიერიშმა იმსხვერპლა, ისევე როგორც დაჯგუფების სარაკეტო ქვედანაყოფის მეთაური და სხვა წევრები. დაჰიას რაიონში უზუსტეს დარტყმას “ცახალისა” და “მოსადის” ხელმძღვანელები საოპერაციო შტაბიდან უძღვებოდნენ. სამი ათწლეულის შემდეგ ისრაელის დაუძინებელი მტერი ლიკვიდირებულია, ამის დადასტურება თავად “ჰეზბოლას” მოუხდა.

ისრაელი ამბავს სიხარულით შეხვდა. ბევრმა ისიც თქვა, რომ ნასრალა უკვდავი ეგონათ და ამ ინფორმაციის აღქმისთვის დრო დასჭირდებათ. თუმცა სიხარულის მიღმა არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ “ჰეზბოლას” თუნდაც შესუსტებულმა კონტინგენტმა, არაბული სამყაროს დახმარებით ისრაელზე მასიური დარტყმა მიიტანოს. ჰაგარიმ დღეს უკვე თქვა,რომ მომხდარის შემდეგ - სირიიდან,იემენიდან და ირანიდან დარტყმებმა ინტენსიური სახე მიიღო. ირანი მათ შორის მთავარი აქტორია, რომლის სატელიტებიც რეგიონში მრავლად არიან. სულიერი ლიდერი, ალი ხამენეი უკვე გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას, სადაც მან შეიტყო,რომ ბეირუთზე თავდასხმაში ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ერთ-ერთი მეთაური, აბას ნილფორუშანიც დაიღუპა.

ლიბანელი ხალხი კი გლოვობს და ისრაელზე ბრაზი უმძაფრდება. პასუხისთვის ჰეზბოლას იარაღი საკმარისად აქვს, თუმცა პოლიტიკური ლიდერების გარეშე მოქმედება გაუჭირდებათ. ბოლო მონაცემებით, ისრაელს “ჰეზბოლას” მაღალ ეშელონებში თითქმის ყველა ჰყავს ლიკვიდირებული. მათ შორის სულ ახლახან ამოიღეს სამიზნეში დაჯგუფების მეთაური ფუად შუქრი და ლიდერი, ალი კარაკი. უკვე დაიწყო დისკუსია იმაზე,თუ ვინ ჩაანაცვლებს ნასრალას. ამ ეტაპზე შემცვლელად ჰაშემ საფიედინე სახელდება. რომელიც ჰეზბოლასთან ერთად ჯიჰადის აღმასრულებელი საბჭოს წევრიცაა.

მძაფრია საერთაშორისო საზოგადოების რეაქციები ისრაელის მხრიდან ლიბანში დაწყებული 2 კვირიანი ოპერაციის გამო, ბეირუთის მეორე ღაზად ქცევას ბევრი ეწინააღმდეგება,მათ შორის ისრაელის პარტნიორებიც. მთავარი მოწოდებები ახლა ცეცხლის შეწყვეტასა და უფრო ფართო რეგიონული ესკალაციის თავიდან არიდებას უკავშირდება.

შეიხ ჰასან ნასრალა “ჰეზბოლას” სათავეში 32 წლის წინ ჩაუდგა, და დაჯგუფება 32 წელი მართა.2006 წელს ისრაელთან ბოლო ბრძოლა აწარმოვა, რომელიც ლიბანმა “ჰეზბოლას”გამარჯვებად გაფორმდა, რის გამოც მას ბევრი გმირად მიიჩნევდა. ახლო აღმოსავლეთში ცოტა თუ ფლობდა მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას,ინტერპოლით ძებნილი - რამდენიმე წელია ის ხალხში აღარც გამოჩენილა.მანამდე მისი წინამორბედიც ისრაელის რაკეტამ იმსხვერპლა.

დღის ამბები