23 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს არ ვაპირებთ - მამუკა მდინარაძე

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ -  ეს განცხადება "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ თელავში სიტყვით გამოსვლას გააკეთა.

მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნება" აპირებს, ორ ფეხზე მყარად, ამაყად იმოქმედოს მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. 

"ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებასა, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით. ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გაუმარჯოს და კიდევ ერთხელ, ჩვენს საქართველოს, ქართულ ოცნებას და მის ახდენას გაუმარჯოს." - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები