23 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი და რას ნიშნავს მშვიდობა, ვიცით მშვიდობის ფასი, ვცდილობთ დავანახოთ საზოგადოებას, თუ რას ნიშნავს იყო ჩათრეული საომარ მოქმედებებში - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით საუბრობს, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რა არის ომი და იცის მშვიდობის ფასიც.

"ჩვენმა საზოგადოებამ გამოიარა ძალიან მძიმე გზა 90-იანი წლებიდან დღემდე. ეს გზა მოიცავდა საქართველოში რამდენჯერმე წარმოებულ ომს. ერთხელ სამოქალაქო ომსაც კი დედაქალაქში. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი და რას ნიშნავს მშვიდობა. ვიცით მშვიდობის ფასი, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც არის დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები, რომელსაც გააჩნია ბევრი საშუალება იმისა, რომ სხვადასხვა მხრიდან გაიგოს და მიიღოს ინფორმაცია და რომელსაც აქვს თავისი ხედვა ამ ყველაფრის მიმართ, ჩვენ გამოკვეთილად ვცდილობთ დავანახოთ, თუ რას ნიშნავს იყო ჩათრეული საომარ მოქმედებებში და ვიღაცებს ქვეყნის ფარგლებს გარედან თუ შიგნიდან, იმ ადამიანების, ვინც შენს ეროვნულ ინტერესებზე არ ფიქრობს, აჰყვე მათ და მოექცე ომის ქარცეცხლში.

რაც მოხდა სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ უკრაინასთან მიმართებით და რას ნიშნავს, არ დაექვემდებარო შანტაჟს, არ გახდე ამ მოვლენების მონაწილე, რომელიც სანქციებს და ა.შ. გულისხმობს და ნებსით თუ უნებლიედ, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ საქართველოშიც ანალოგიური უბედურება დატრიალებულიყო, როდესაც გვიკიჟინებდნენ მეომრების გაგზავნას სამთავრობო ბორტით მოხალისეების სახით, სანქციების დაწესებას და ა.შ. პირდაპირ, ტანკებზე დასხედით და გაისეირნეთო ჩვენი უკრაინელი კოლეგები გვეუბნებოდნენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონშიო.

ამიტომ, საზოგადოებამ კარგად დაინახოს და აღიქვას, რომ ეს არის მშვიდობა და მშვიდობის ფასს ჩვენ ვიღებთ ამ წნეხის მოგერიებაში და ის არის ომი, რომელიც არის დამღუპველი, დამანგრეველი და რომლისკენაც არასდროს არ უნდა შეტრიალდეს ჩვენი საზოგადოება. ამ ყველაფერს, 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხი არჩევნების შედეგებში გააფორმებს,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები