თეთრიწყაროში, სოფელ ხაიშში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ჯერ ორი მანქანა შეეჯახა, შემდეგ კი, ერთ-ერთმა მგზავრთა მოსაცდელი ნაგებობა გაანგრია.
ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟები.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.