23 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ინდოეთში, ტრადიციული ფესტივალის აღნიშვნისას, 43 ადამიანი დაიხრჩო - მათგან 37 ბავშვია

ინდოეთში, ბიჰარის შტატის სხვადასხვა დასახლებაში, ჯიტია პარვის ინდუისტური ფესტივალის აღნიშვნისას, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიხრჩო. მათგან, სულ მცირე, 37 ბავშვია.

"ბანაობისას, ხალხმა ყურადღება არ მიაქცია წყლის სახიფათო დონეს როგორც მდინარეებში, ისე - ტბორებში", - ამბობს ადგილობრივი მაღალჩინოსანი.

როგორც Deutsche Welle წერს, ხელისუფლება დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დახმარებას ჰპირდება.

ჯიტია პარვის ფესტივალი უძველესი, სამდღიანი ინდუისტური ღონისძიებაა. მას, ძირითადად, ნეპალსა და ინდოეთის რამდენიმე შტატში აღნიშნავენ. ადგილობრივ დედებს სწამთ, რომ 24-საათიანი უწყლო მარხვა, შემდეგ კი მდინარეში განბანა მათ შვილებს კეთილდღეობას, ბედნიერებასა და წარმატებას მოუტანს.

 

დღის ამბები