23 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია - უკვე გადამუშავებულია 500 ტონა ყურძენი

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია. მოსავალიც უხვად არის, მევენახეები და მეწარმეები კი კმაყოფილები არიან - მიზეზი სახელმწიფო სუბსიდირებაა. დახმარებას ყველა ის კომპანია მიიღებს, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს, ხოლო მევენახეს 8 ლარს გადაუხდის. 1 კილოგრამ ყურძენზე კი კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

ამინდმა რაჭველებს რთველი დროზე ადრე დააწყებინა, თუმცა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული წელს განსაკუთრებულ მოსავალს ელოდება.

რაჭამ, დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრს უმასპინძლა. ოთარ შამუგია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მევენახეებს შეხვდა, დაათვალიერა ღვინის საწარმოები, გაეცნო მოსავლის დაბინავების პროცესსაც.

რაჭაში მოსავლის გადამუშავების პროცესში 27 კომპანიაა ჩართული, ყურძენს საწარმოები 17 ლოკაციაზე იბარებენ.

დღის ამბები