"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, თენგიზ თევზაძემ კოალიციის საპარლამენტო სიაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სიაში ბევრი ახალი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და საკუთარ პროფესიაში შემდგარი ადამიანია.
"ის, რაც ჩვენი კოალიციის ლიდერებმა თქვეს და აღნიშნეს, რომ სიაში იქნებოდა ძალიან ბევრი ახალი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და შემდგარი ადამიანი საკუთარ პროფესიაში, ეს სიტყვა შესრულდა. დაახლოებით, 100-კაციანია ჩვენი სია. პირველი არის ქალბატონი ნანა მალაშხია, შემდეგი არის ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ლემონჯავა და მე გახლავართ მეხუთე, თენგო თევზაძე. ელენე ხოშტარიაც არის ჩვენს გამსვლელ სიაში და ის აუცილებლად გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი," - განაცხადა თენგიზ თევზაძემ.
ამავე თემაზე: "კოალიცია ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიის პირველ ოცეულს აქვეყნებს