ბრაზილიაში, სან-პაულოში, დირიჟაბლი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული საფრენი ხომალდის პილოტია. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
დირიჟაბლი საფეხბურთო კლუბ "სან-პაულოს" მიერ სარეკლამო კამპანიისთვის იყო დაქირავებული და სატესტო ფრენას ასრულებდა, რა დროსაც ჩამოვარდა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, საჰაერო ხომალდი კარაპუიბას მუნიციპალიტეტიდან მოფრინავდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.