პირველი მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან - გოგა ჯაჯვანი ბრინჯაოს პრიზიორია.
ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით 2 წევრი ასპარეზობს.
ატაცში გოგა ჯაჯვანმა 150 / 155 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა მედალთან ერთად საქართველოს სარეკორდო ზღვარი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.
მსოფლიო ფიცარნაგზე ლევან ოჩიგავამ 145 / 149 კგ. დაძლია და მე-8 ადგილზე გავიდა. შეჯიბრი რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება.