23 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ვინ ითხოვს საქართველოდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას - "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ მომზადებული სკანდალური დასკვნა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავის მართლების რეჟიმში "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ მომზადებული დასკვნის გამოა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ტყუილს უწოდებს გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ სწორედ ადგილობრივი ორგანიზაციები,  თბილისში ვიზიტად მყოფ მაკკეინის მისიის წარმომადგენლებს - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას სთხოვდნენ. მესამე სექტორის წარმომადგენლების უმრავლესობა ინფორმაციას უარყოფს და ამბობენ, რომ ან საერთოდ არ შეხვედრიან "მაკკეინის ინსტიტუტის" წარმომადგენლებს, ან მსგავსი შინაარსის შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ანგარიში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ააშკარავებს "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა და წარსულში საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოამზადა. თუმცა ტექსტში დაკონკრეტებული არ არის, რომელი ადგილობრივი ორგანიზაციები ითხოვდნენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. ”კურიერი” დღეს ”მაკკეინის ინსტიტუტსაც” დაუკავშირდა და დაინტერესდა, რომელი ორგანიზაციები ითხოვდნენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ორგანიზაცია კონკრეტიკისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს და განმარტავს, რომ მეტ ინფორმაციას საკითხის გარკვევის შემდეგ მოგვაწვდიან.

”მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიში სახელისუფლებო პარტიისთვის, ოპონენტების ლუსტრაციაა. მმართველი გუნდი მესამე სექტორს და ოპოზიციას ევროინტეგრაციის გზაზე მიზანმიმართულად, ხელოვნური ბარიერების შექმნაში სდებს ბრალს.

ოპოზიცია, ისევე, როგორც მესამე სექტორის უმრავლესობა, მმართველი გუნდის კრიტიკას არ იღებს. ხელისუფლების ოპონენტები ემიჯნებიან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ნებისმიერ მოთხოვნას და ამბობენ, რომ პროცესების ამგვარ განვითარებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მმართველ ძალას ეკისრება.

"მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშს შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ მათზე ზეწოლისა და შანტაჟისთვის ოპონენტებმა სხვადასხვა საკითხი წამოჭრან, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებს ისევე, როგორც პარტნიორებს პროცესების ობიექტურად შეფასებისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები