23 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
ეკა სეფაშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ადამიანს, რომელიც არის საქართველოს ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედი, ვფიქრობ, რომ სანქციებით ვერ დააშინებენ და დააშანტაჟებენ

"ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ფაქტობრივად უკვე დაწესებულია. ასე, რომ მუქარა, მისთვის სანქციების დაწესების შესახებ ვითარებას ვერ შეცვლის", - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემა გათვლილია საქართველოს მოსახლეობაზე, რადგან სანქციების ავტორებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის პოლიტიკური გათვითცნობიერების დონე ძალიან დაბალია და ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მხარს აღარ დაუჭერენ.

"ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები ფაქტობრივად უკვე დაწესებულია. ასე, რომ მუქარა, მისთვის სანქციების დაწესების შესახებ, ვითარებას ვერ შეცვლის. ამ ადამიანს, რომელიც არის საქართველოს ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედი, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე კეთილი საქმეების კეთებით კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროში, ვფიქრობ, რომ სანქციებით ვერ დააშინებენ და დააშანტაჟებენ. ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თემა ვფიქრობ, რომ უფრო გათვლილია საქართველოს მოსახლეობაზე. თუ ჭკვიანად არ მოიქცევით და ხელისუფლებას არ შეცვლით, დავასანქცირებთ სხვადასხვა პირებს, მათ შორის, თქვენთვის ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსს, ქვეყნის მოამაგე ბიძინა ივანიშვილსო. სანქციების ავტორებს თუ ამ იდეის გამავრცელებლებს მოსდით ერთი დიდი შეცდომა - ისინი არ იცნობენ ქართველ ამომრჩეველს და დაბალი წარმოდგენა აქვთ საქართველოს მოსახლეობაზე. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური გათვითცნობიერების დონე ძალიან დაბალია და მთელი ამდენი წლის განმავლობაში, მოსახლეობა მხარს რომ უჭერდა "ქართულ ოცნებას", რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაარსებულია, ამ სანქციების გამო მხარდაჭერაზე ამჯერად უარს ეტყვიან", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები