23 ნოემბერი 2024,   17:17
ვრცლად
უკრაინული გამოცემის სკანდალური სტატია უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურისა და მისი დის სავარაუდო თაღლითური სქემის შესახებ - რას აცხადებენ მამუკა და ნონა მამულაშვილები "კურიერთან"

უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს და "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელს თაღლითური სქემის მომზადებაში ადანაშაულებს. "უკრაინა თუდეის" მიერ მომზადებულ მასალაში წერია, რომ შემოწირულობის მიღების მიზნით, მამუკა მამულაშვილმა საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა.

სტატიაში მოყვანილ ყველა ფაქტს ტყუილს უწოდებს "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი. მამუკა მამულაშვილმა ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, პირად სატელეფონო საუბარში "რუსთავი 2"-თან საუბარში აღნიშნა, რომ მასზე გავრცელებული ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია და მტკიცებულებად უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში დაწყებული გამოძიების საქმის ნომერი გამოგვიგზავნა, რომელშიც მისი ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგები დევს.

"უკრაინა თუდეის" სტატიაში ნახსენებია მამუკა მამულაშვილის და - ნონა მამულაშვილიც და წერია, რომ მან ამერიკაში ორგანიზაცია "ქართული ჰუმანიტარული ლეგიონი" დააარსა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ დეპუტატთან ერთად, თანადამფუძნებელია რიჩარდ შარპი, რომელიც 2015 წელს დამნაშავედ ცნეს თაღლითობებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში. ნონა მამულაშვილი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და უარყოფს რიჩარდ შარპთან ნაცნობობასაც კი.

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სტატიაზე კომენტარის გაკეთება არ სურთ ნონა მამულაშვილის ყოფილ თანაგუნდელებსაც. "სტრატეგია აღმაშენებელში" კი მხოლოდ მამუკა მამულაშვილის სამხედრო მიღწევებზე ისაუბრეს.

სხვა ინფორმაცია აქვს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო პარტიაში ითქვა, რომ მამუკა მამულაშვილი უკრაინულმა მხარემ ისეთივე სიმულაციურ ქმედებებში ამხილა, რასაც პატიმარი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მიმართავდა და ამტკიცებდა, რომ მოწამლეს.

"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელისა და მისი დის, ნონა მამულაშვილის შესახებ საგამოძიებო სტატია უკრაინა "თუდეიმ მოამზადა".

დღის ამბები