აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
მან აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. სხდომაზე განიხილეს სამთავრობო პროგრამაც.