23 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება

როგორ მიმდინარეობს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია? - თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. ექვს კაციანი შემადგენლობა უკვე ესაუბრა მესამე სექტორის და მედიის წარმომადგენლებს.

იქამდე, დელეგაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. დაგეგმილია შეხვედრები მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრებთან, ასევე ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან.

ვიზიტის ბოლოს გაკეთდება განცხადებები. დელეგაცია საქართველოში უშუალოდ არჩევნების პროცესსაც დააკვირდება.

"ქართული ოცნების" სიის მე-17 ნომრის ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ საარჩევნო ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

"ჩვენ ვისაუბრებთ ერთის მხრივ 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ საარჩევნო ცვლილებებზე და რეფორმებზე. ამ ცვლილებების შედეგად, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ტარდებოდეს მშვიდობიანად და დემოკრატიულად. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილავთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზე, ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები