ტრადიცია გრძელდება - დრამატურგიის საავტორო ფესტივალს უკვე მეოთხე წელია თბილისი მასპინძლობს.
ამჯერად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა, თავი მწერალთა სახლში მოიყარეს. ღონისძიების ფარგლებში, მსახიობებმა ფრანგი რეჟისორის პიესა წაიკითხეს.
დრამატურგმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა. ფესტივალის მიზანი, ქართული სათეატრო რეპერტუარის პოპულარიზაციაა.