სამხრეთ აფრიკაში წარმოუდგენლად დიდი თოვლი მოვიდა, რის გამოც, საავტომობილო გზები ჩაიხერგა. ინფორმაციას france24-ი ავრცელებს.
განსაკუთრებით დაზარალდა N3 გზატკეცილი, რომელიც იოჰანესბურგსა და დურბანს აკავშირებს ერთმანეთთან. მაშველები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ იმ მანქანებთან მიღწევას, რომლებიც დიდთოვლობის გამო გზებზე გაიჭედნენ, რათა მანქანებში მყოფი მოქალაქეები გამოეყვანათ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ძირითადი გზების გარდა შემოვლითი გზებიც გადაკეტილი იყო, რის გამოც მოძრაობა შეიზღუდა და გზების გარკვეულ მონაკვეთში, მოქალაქეებს ავტომობილებში მოუწიათ ღამის გათენება.