სინგაპურში, ფორმულა 1-ის ვარჯიში პატარა ხვლიკმა ჩაშალა, რომელიც Marina Bay Street Circuit-ის სარბოლო ტრასაზე გამოვიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ხვლიკი სარბოლო ტრასაზე უდარდელად სეირნობდა, სანამ ის მუშებმა არ დაიჭირეს.
მრბოლელებისა და ხვლიკის უსაფრთხოების მიზნით, ტრასის ხელმძღვანელებმა სავარჯიშო პროცესი შეაჩერეს.
ხვლიკის დასაჭერად მუშებს რამდენიმე წუთი დასჭირდათ, ის მათ არ ნებდებოდა და სარბოლო ტრასაზე დარბოდა. მრბოლელებმა ხვლიკი დრაკონსაც კი შეადარეს.