23 ნოემბერი 2024,   17:11
ვრცლად
კულტურის სამინისტრომ და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირმა მიმდინარე წლის თანამშრომლობა შეაჯამეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, გიორგი შავერზაშვილმა, წარმოადგინა ინფორმაცია კომპოზიტორთა კავშირის საჭიროებების, პრობლემებისა და სამომავლო საქმიანობის შესახებ.

ასევე, განიხილეს სამინისტროსა და კავშირს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, რისთვისაც კულტურის მინისტრმა კავშირის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა და სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროსა და კავშირს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და, პირველ რიგში, დაეფუძნება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 12 აპრილის განკარგულებას. შედეგად, კავშირი შეძლებს, უახლოეს მომავალში დაფაროს მის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანება და ფინანსურად უფრო მყარ პირობებში იზრუნოს ქართველ კომპოზიტორთა ხელშეწყობაზე, საგამომცემლო საქმიანობის განახლებასა და კომპოზიტორთა კავშირის შენობის რეაბილიტაციაზე.

დღის ამბები