23 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
"ტიტანით" ჩაყვინთვა არასდროს ითვლებოდა უსაფრთხოდ" - წყალქვეშა ნავის აფეთქების საქმის სასამართლოს სკანდალური ჩვენებები

ექსპერიმენტული წყალქვეშა ნავ "ტიტანის" აფეთქების საქმესთან დაკავშირებით, 4 დღიანი სასამართლო პროცესი კიდევ უფრო სკანდალური ჩვენებებით დასრულდა, სადაც ნავის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი ინციდენტი გამოაშკარავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Triton Submarines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ლაჰეიმ, სასამართლო ჩვენებაში განაცხადა, რომ აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ "ტიტანს" სერტიფიცირება არ ჰქონდა გავლილი. მისი განმარტებით, "ტიტანი" 2019 წელს ბაჰამის კუნძულებზე ნახა და შეწუხებული იყო მისი ხარისხით და უსაფრთხოების ნორმებით, რაზეც OceanGate-ის თანამშრომლებსაც განუცხადა.

მისი განმარტებით, "ტიტანი" არ იყო ნავი, რომელიც განსაკუთრებულად გააზრებულად ან ხარისხიანად იყო აგებული და არ ფიქრობდა, რომ ვინმე მას ისეთი სერიოზული მისიისთვის გამოიყენებდა, როგორიც "ტიტანიკთან" ჩაყვინთვა იყო.

OceanGate-ის მისიის სპეციალისტმა ფრედ ჰეიგენმა, სასამართლო ჩვენებისას განაცხადა, რომ "ტიტანით" ჩაყვინთვა "არასდროს ითვლებოდა უსაფრთხოდ“.

"ვინც "ტიტანის" სიღრმეში ჩასვლისას თავს დაცულად გრძნობდა, შეცდომაში იყო შეყვანილი ან იტყუებოდა, რადგან ეს ექსპერიმენტული ხომალდი გახლდათ. აშკარა იყო, რომ ნავით ჩაყვინთვა საშიში იყო“, - თქვა ჰეიგენმა.

ცნობისთის, წყალქვეშა გემი გასული წლის ივნისში აფეთქების შედეგად ჩაიძირა, ბორტზე მყოფი ხუთივე პირი კი დაიღუპა. "ტიტანი" დისტანციურად მართვადი აპარატი იყო, რომელიც "ტიტანიკის" დათვალიერების მსურველთა ტრანსპორტირებისთვის შეიქმნა. აფეთქების დროს აპარატის სწორედ ტიტანიკის დასათვალიერებლად მიემართებოდა.

 

დღის ამბები