23 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ახალი ქალაქი დიდი ისტორიით - რუსთავი მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს

რუსთავში ყოველდღიური რუტინა ერთი დღით დაივიწყეს და ქალაქი ზეიმის საბაბად აქციეს. რუსთავ ქალაქობა ყოველწლიური ტრადიციაა, რაც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას სიყვარული საკუთარი ქალაქის მიმართ ღიად გამოხატონ, ქუჩებში გამოვიდნენ და თანაქალაქელებს თუ სტუმრებს დღესასწაულად ქცეული რუსთავ ქალაქობა მიულოცონ, მათი დიდი ნაწილი დღეს თავად ჩაერთო დაგეგმილ ღონისძიებებში.

მხიარული პრინცი - მიუზიკლი რუსთავის ცენტრალურ პარკში ბავშვებმა გაითამაშეს, პატარა მსახიობებმა თანატოლ მაყურებლებთან ერთად სცენის გარშემო უფროსი თაობაც შემოიკრიბეს. რუსთავ ქალაქობაზე დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი აქტივობები უმეტესად სწორედ ბავშვებისთვის იყო გათვლილი.

პატარებისთვის მოეწყო სათამაშო სივრცეებიც. უფროსებისთვის თავშესაქცევი მეწარმეთა გამოფენები იყო, მოსასვენებელი ადგილებით და კვების ობიექტებით კი რუსთავ ქალაქობის აღსანიშნავად გამოსულმა ყველა ასაკის ადამიანმა ისარგებლა და ისიამოვნა.

 

 

დღის ამბები