23 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს - უკრაინა თუდეი" ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს თაღლითური სქემის მომზადებაში ადანაშაულებს

უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა სკანდალურ სტატიას აქვეყნებს. "უკრაინა თუდეი" ქართული ლეგიონის ხელმძღვანელს თაღლითური სქემის მომზადებაში ადანაშაულებს. სტატიაში წერია, რომ მამუკა მამულაშვილმა საკუთარი მოწამვლის ამბავი მოიგონა, რათა შემოწირულებები მიეღო.

მამულაშვილმა რამდენიმე თვის წინ, განაცხადა, რომ ის მოწამლეს და ამერიკაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, რაც 20 ათასი დოლარი ჯდებოდა. როგორც ინტერნეტ-გამოცემამ გაარკვია, მისი სისხლის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო და მოწამვლის ნიშნები არ ჰქონდა. სტატიის თანახმად კონკრეტული პირები ფინანსური დონაციის მოზიდვის მიზნით, თაღლითურ სქემებს მიმართავდნენ და რეალურად დონაციით შემოსული თანხების ნაწილი უკრაინის ნაცვლად, მათ ანგარიშებზე მიდიოდა. სტატიაში ნახსენებია მამუკა მამულაშვილის და - ნონა მამულაშვილი, რომელმაც რიჩარდ შარპთან ერთად, რომელიც 2015 წელს დამნაშავედ ცნეს კომპანიებთან დაკავშირებით თაღლითობებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში, ამერიკაში ორგანიზაცია დააარსა სახელად "ქართული ჰუმანიტარული ლეგიონი“.

 

დღის ამბები