"ლეგენდების მატჩის" დაწყებამდე 1 საათზე ნაკლები რჩება. "მილანის" ვარსკვლავები და ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები უკვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არიან - მათ შორის, კაკა, დიდა, კაფუ, რივალდო, ზედორფი და "მილანის" სხვა ვარსკვლავები.
ქართველი ფეხბურთელების საქომაგოდ უკვე იკრიბებიან გულშემატკივრებიც.