23 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
სახეზე არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანების მცდელობა - გივი მიქანაძე მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე

უპრინციპო ადამიანების გაერთიანება - ასე აფასებს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის შესაძლო გაერთიანებას "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე "გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს.

როგორც მიქანაძე აღნიშნავს, ამ პარტიებს არჩევნებში ბარიერის გადალახვა უჭირთ და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ერთიანდებიან.

მიქანაძე აქცენტს სალომე ზურაბიშვილზეც აკეთებს, მისი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ნეიტრალური პირი უნდა იყოს.

"სახეზე არის უპრინციპო ადამიანების გაერთიანების მცდელობა, რომელიც, როგორც ჩანს, შედგება რაღაც შეთანხმებით. ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანები არ იშურებდნენ ერთმანეთის შეურაცხმყოფელ ციტირებებს და ტალახის სროლას ერთმანეთის მისამართით. რეალურად, ვხედავ, რომ მათ აქვთ ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", ისინი, საბოლოო ჯამში, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არიან დაკავშირებულნი.

გახარიას თემა გვახსოვს, როდესაც ის მოღალატეობრივად გადადგა პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან და ამის მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას ფაქტორი. შემდგომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც ცდილობდა მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანა.

საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. ფაქტები თავის თავზე მეტყველებს. გავიხსენოთ, მუნიციპალიტეტის არჩევნების შემდეგ, საკრებულოში რა სიტუაცია შეიქმნა, სადაც გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ერთად სწორედ "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო კოალიცია ჩამოაყალიბეს. ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ მათ არ აქვთ კავშირი "ნაციონალურ მოძრაობასთან", არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომლითაც სურთ "ნაციონალური მოძრაობისგან" განყენებული კოალიცია შეიქმნას. როდესაც დაინახეს, რომ ის პარტიები, რომლებიც შეძლებენ გადალახონ 5%-ანი ბარიერი, ჯამში 25%-ზე მეტს ვერ აგროვებენ. გარდა ამისა, არის რისკი, რომ ცალ-ცალკე ვერც გახარიამ და ვერც "ლელომ" ვერ შეძლონ ბარიერის დაძლევა. ამიტომ, ეს რეალობა როდესაც დაინახეს, არა მარტო მათ, არამედ დამკვეთებმა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ეს ადამიანები ფიქრობენ გაერთიანებას. მათ შუამავლად მოევლინათ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს ნეიტრალური, რომელსაც კონსტიტუციით ამ პროცესებში ჩარევის არავითარი უფლება არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები