UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს, 26 ოქტომბერს აბუ დაბიში, მაქს ჰოლოუეისთან ორთაბრძოლაში დაიცავს.
ესპანურ მედიასთან ინტერვიუში თოფურიამ განაცხადა, რომ ჰოლოუეის მარტივად, პირველივე რაუნდში დაამარცხებს, ხოლო შემდეგ ბრძოლას უკვე ესპანეთში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2025 წელს ჩაატარებს.
შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურია დაუმარცხებელია, მან 15 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო, 2024 წლის 18 თებერვალს კი UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მიიღო.