23 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული პრეზიდენტი - ლაშა ბექაური

ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს - ამის შესახებ სპორტსმენმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა. 

"ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი,"- აცხადებს ლაშა ბექაური.

დღის ამბები