23 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
რქაწითელისა და კახური მწვანის შემდეგ, მთავრობა საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას იწყებს - რამდენად ლარად შეეძლებათ მევენახეებს საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება

მთავრობა საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებასაც იწყებს. მევენახეებმა უკვე იციან, რომ საფერავის ჯიშის ყურძენს, სახელმწიფო კომპანიები ლარ-ნახევრად ჩაიბარებენ, მოსავლის დროულად რეალიზებას 20 000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს. კახეთში 300 ათას ტონაზე მეტ ყურძენს ელოდებიან.

საფერავის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, მევენახეებმა პრემიერისგან გაიგეს.

მეღვინეობა-მევენახეობის მხარდაჭერა მთავრობისთვის, წელსაც პრიორიტეტია. პროგრამის მიზანი კი, მოსავლის სრულად დაბინავება, ფერმერებისთვის ადეკვატური შემოსავალი და ღვინის ინდუსტრიის განვითარების, ტემპის შენარჩუნებაა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ვენახების გაშენების ფართობი, გადამუშავება და ექსპორტი, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნის პარალელურად, იზრდება მევენახეების შემოსავალიც, რომელიც 2012 წლის შემდეგ 35 მინიონი ლარიდან 300 მლნ ლარამდე გაიზარდა.

პრემიერმა დღეს ოპონენტები ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ყურძნის ფასი მაღალი არ ყოფილა.

საფერავის სუბსიდირების პროგრამა დღეს ამოქმედდა. ყურძნის ჩაბარება მევენახეებს, ათამდე სახელმწიფო კომპანიაში შეეძლებათ.

 

დღის ამბები