23 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
პარლამენტის წევრებმა ემიგრანტები დააჯილდოვეს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ მიმართა. მისი თქმით, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება განსაკუთრებით დიასპორაში მყოფი ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი.

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი ემიგრანტი ბრუნდება.

ღონისძიებაზე 7 ქვეყანაში მცხოვრებ 17 წარმატებულ დიასპორელს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ასევე წარმატებული დიასპორელების შესახებ მომზადებული ვიდეო მასალის ჩვენება გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ა(ა)იპ „დიასპორის სახლის“ ხელმძღვანელმა ინა ასანიძემ მიმართა.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოს, საპატრიარქოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია წელს მეცხრედ გაიმართა.

დღის ამბები